ხშირად დასმული კითხვები

  • რა არის სქუადი?

    სქუადი არის იმ პროფესიონალი ადამიანების ერთობა, რომლებიც ქმნიან კროკობეთს, უზრუნველყოფენ მომხმარებლებს საუკეთესო სერვისებითა და პლათფორმით, სადაც შეგიძლია გაერთო უსასრულოდ

  • როგორი კორპორატიული კულტურა აქვს სქუადს?

    საკუთარი საქმისადმი სიყვარული, პატივისცემა, გუნდურობა, მხარდაჭერა, გაზიარება, გართობა, ისაა რაც ყოველდღიურობაში ჩვენს კულტურას ქმნის.

    სქუადში არ არსებობს ჩარჩოები, ბარიერები, შეზღუდვები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება, საკუთარი აზრის გამოხატვა, ახალი ინიციატივების გაჟღერება, უკეთესობისკენ სწრაფვა, ეს ყველაფერი ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია.

  • რა ბენეფიტები აქვთ სქუადის წევრებს?

    სქუადზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია!

    სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვცდილობთ სქუადის წევრებს შევუქმნათ ჯანსაღი სამუშაო გარემო, კომფორტული სამუშაო სივრცე, ვიზრუნოთ მათ როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას, პოზიციურ ცვლილებებს და ვუზრუნველყოთ უფასო კვებით. ასევე, პროფესიონალ სქუადელებთან მუშაობით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან დახმარებისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

  • სქუადის წევრისთვის რაში გამოიხატება Infinite fun?

    გართობა და მხიარულება ჩვენი სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილია. სქუადთან ერთად ყოველი დღე მრავალფეროვანი და პოზიტიურია.

    ყოველთვიურად დაგეგმილი სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებები, თემატური საღამოები თუ ნეაპოლში მოგზაურობა, უსასრულო გართობას ქმნის სქუადში.

  • როგორია კანდიდატის შერჩევის/აყვანის პროცესი?

    ჩვენთან თითოეულ პოზიციაზე შერჩევის/აყვანის პროცესი ინდივიდუალურია.

    ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პირველივე ინტერაქციით მოხდეს კანდიდატისთვის სწორი მოლოდინების დასახვა პოზიციასთან დაკავშირებით და მისი ინფორმირებულობა, რა ეტაპების გავლა მოუწევს მას საბოლოო შეთავაზების მიღებამდე. სწორედ ამიტომ, ჩვენთან გამოქვეყნებულ თითოეულ პოზიციაზე ინდივიდუალურად გვაქვს მითითებული შერჩევის ეტაპები.

  • როგორ შემიძლია გავხდე სქუადის წევრი?

    იმისათვის, რომ გახდე სქუადის წევრი, აუცილებელია იზიარებდე ჩვენს კულტურასა და ღირებულებებს. ასევე ადევნო თვალი ჩვენს ვაკანსიებს, შეარჩიო შენთვის სასურველი პოზიცია და პირველ ეტაპზე გამოგვიგზავნო რეზიუმე ან CVideo.